ალუდა ღუდუშაური გუბაზ სანიკიძეს – თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატის

ბატონო გუბაზ, თქვენ ხართ კლასიკური ნიმუში, მეტრი და მასწავლებელი ღალატისა – ეს ასეა და შეგიძლიათ შეირგოთ, – ასე მიმართა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე .

“თქვენ შთამომავლებს რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ასწავლოთ?! სირცხვილია, როცა საზოგადოება გიყურებთ – დიახ, ღალატის სანიმუშო მაგალითი ბრძანდებით. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ღალატი არ ვიცით“, – განაცხადა ღუდუშაურმა სანიკიძის მისამართით.