არჩილ თალაკვაძე – დღეს ნიკანორ მელიამ სხდომათა დარბაზში პირდაპირ განაცხადა, რომ ივნისის მოვლენების დროს მათი რეალური მიზანი იყო „პარლამენტიდან ჩვენი სათითაოდ გაყვანა“

დღეს ნიკანორ მელიამ სხდომათა დარბაზში პირდაპირ განაცხადა, რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი, „ჩვენი სათითაოდ გაყვანა პარლამენტიდან“, აი, ეს იყო მათი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ივნისის დღეებში პარლამენტში მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა გახლდათ სწორედ იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ როგორმე პარლამენტის საბოტაჟი.

„ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ივნისში, 20-21 ივნისს მართლაც ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევას და ამ შეტევის მიზანი იყო არა დამოუკიდებლბის დაცვა, არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას, როგორმე ძალადობით მიეღწია საკუთარი მიზნისთვის და როგორც თავად თქვა, სათითაოდ გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში, მთელმა საზოგადოებამ დაინახა. თქვენ მოატყუეთ ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებად გადაიხდით. აქვე მსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღწია იმ პოლიტიკურ შანტაჟს, რასაც თქვენი რეალური ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა შეთანხმების დოკუმენტს, რაც ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო. ჯობდა, რომ ეს შვიდი თვე პოლიტიკურ სისტემას არ დაეკარგა, მაგრამ დღესაც რომ ეს მოხდა, არის ძალიან კარგი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.