საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი – ამის შესახებ იფორმაცია stopcov.ge -ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1128 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 33253 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19138, PCR ტესტით – 14115.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია დღიური – 2,12% ბოლო 14 დღის – 2,75%, ბოლო შვიდი დღის – 2,59%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 351954 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 337023 გამოჯანმრთელდა, 4996 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 191001 , დღიურად კი 6184 ადამიანი.