ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია – ხატია დეკანოიძე

ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ,  ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინააღმდეგია ამნისტიის მიღების, ხოლო ამნისტიის პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით მიიღო, მიშელის შეთანხმებასთანაც წინააღმდეგობაში მოდის.

„კანონპროექტი, რომელიც გამოიტანა „ქართულმა ოცნებამ“ იყო წინააღმდეგობრივი ზოგადად იმ პარტიული შეთანხმების, რომელსაც ჩვენ არ შევუერთდით, მაგრამ სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და თვითონ „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა ხელი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამნისტიის კანონპროექტი არის ძალიან მძიმე მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გადაათეთროს და გადაწეროს საქართველოს უახლესი ისტორია,”- განაცხადა დეკანოიძემ.