პარტიებმა ან ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მიიღეს მოსახლეობის ნდობა და არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას, დაფინანსება არ უნდა მიიღონ – დავით სერგეენკო

თუკი ის პარტიები ან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებმაც მიიღეს მოსახლეობის ნაწილის ეს ნდობა და არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას და უბრალოდ გარედან მოძახილით აპირებენ სახელი დაარქვან თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ლოგიკა ამბობს, რომ მათ დაფინანსება არ უნდა მიიღონ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიები, რომლებიც გარედან მოძახილის რეჟიმში აპირებენ მუშაობას, ამასთან, აპელირებენ, რომ იჩაგრებიან და ხდება მათი პოლიტიკური აქტივობის დაბლოკვა, სერგეენკოს განცხადებით, ამისთვის არსებობს პლენარულ სხდომათა დარბაზი, რომ საჯაროდ იქ იმსჯელონ.

„ლოგიკური ნაწილი არის ასეთი, იმ პარტიებს, რომლებსაც მოსახლეობამ მისცა ხმა, რათა შესულიყვნენ პარლამენტში და იქ განეხორციელებინათ საპარლამენტო და პოლიტიკური მოღვაწეობა, რა თქმა უნდა, ეს პარტიები უნდა შემოვიდნენ და შესაბამისი დაფინანსება მიიღონ. თუკი ის პარტიები ან ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებმაც მიიღეს მოსახლეობის ნაწილის ეს ნდობა და არ აპირებენ პარლამენტში შემოსვლას და უბრალოდ გარედან მოძახილით აპირებენ სახელი დაარქვან თავის პოლიტიკურ მოღვაწეობას, ლოგიკა ამბობს, რომ მათ დაფინანსება არ უნდა მიიღონ. ეს არის ლოგიკა, საყოფაცხოვრებო ლოგიკა, რომელშიც ალბათ ყველა დამეთანხმება. მეორე ნაწილი არის პოლიტიკური, რომ ის პარტიები, რომლებიც არ აპირებენ შემოსვლას და გარედან მოძახილის რეჟიმში აპირებენ მუშაობას, აპელირებენ იმაზე, რომ ეს არის ჩაგვრა, მათი პოლიტიკური აქტივობის დაბლოკვა და აშ. ამაში შეიძლება, რაღაც ნაწილში იყოს სიმართლის მარცვალი და ამისთვის არსებობს პლენარულ სხდომათა დარბაზი, რომ საჯაროდ, ღია არგუმენტებით მოხდეს ამაზე მსჯელობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.