პაატა მანჯგალაძე – საერთო ოპოზიციური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს ძალაუფლების განაწილების საკითხი ოპოზიციას შორის და ჩვენ ახლა ვერ დავიწყებთ თანამდებობების ტაციაობას

ჩვენ პარლამენტში შემოსვლისთანავე გავაკეთეთ გარკვეული პრიორიტეტიზაცია და პრიორიტეტებში ბოლო ადგილი მივაკუთვნეთ ძალაუფლების გადანაწილების საკითხს. სასწრაფო იყო საარჩევნო ცვლილება, რადგან ტექნოლოგიების შემოტანაზე არის საუბარი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო და სასამართლო საკითხების შემდეგ მოხდება ძალაუფლების განაწილების საკითხზე საუბარი.

„იცით, რომ არჩევნები ორი თვით ადრე ცხადდება და საარჩევნო ვადები იყო, კანონის მიღებასაც გარკვეული დრო სჭირდება და გადაუდებელი იყო საარჩევნო. შემდეგი არის სასამართლო და საკონსტიტუციო ცვლილებების, ამის შემდეგ შევეცდებით, რომ განვიხილოთ ძალაუფლების განაწილება. საერთო ოპოზიციური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს ოპოზიციას შორის და ჩვენ ახლა ვერ დავიწყებთ თანამდებობების ტაციაობას, ცოტა უხერხული იქნება. ჩვენ ფიქრობთ, რომ მოვამზადოთ რეგლამენტში შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისი ცვლილება, სადაც უმრავლესობის კეთილ ნებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, რომელ კომიტეტებს გაუზიარებს ოპოზიციას, არამედ პირდაპირ იქნება განსაზღვრული, რომელი კომიტეტები ეკუთვნის ოპოზიციას და რომელი უმრავლესობას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.