ცალკეულ ადამიანებს, მასეთ დაწესებულებებში კი არა პარლამენტში არ ყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყავენ – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონზე

რა გასაკვირია, რომ იქ თუ უფროსმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა მივიდეს და ძალა გამოიყენოს?! – ამის შესახებ ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც გაუპატიურების შემთხვევაზე მიდის საუბარი, აუცილებელია არსებობდეს ფაქტი.

,,ცალკეულ ადამიანებს, მასეთ დაწესებულებებში კი არა პარლამენტში არ ყოფნით ნერვები და ერთმანეთს ურტყავენ. რა გასაკვირია, რომ იქ თუ უფროსმა პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა მივიდეს და ძალა გამოიყენოს. პირდაპირ გეუბნებით მე თუნდაც წამორტყმას, არ მივესალმები, მაგრამ როდესაც საუბრობენ გაუპატიურებაზე, ფაქტი ხომ უნდა იყოს? ვნახოთ, ფაქტი თუ იქნება უმკაცრესად დაისჯებიან. არიან ადამიანები, ვინც გულწრფელად ცდილობენ, რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ ბავშვები და არიან ისეთებიც, ვინც მიზეზებს ეძებენ. მათთვის ადამიანური ფასეულობები ჩემი გადმოსახედიდან, არ არსებობს. თუ ვინმე დამნაშავეა საეკლესიო თუ საერო კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს და მიესადაგოს ბოლომდე ორივე კანონი. პიროვნულმა ურთიერთობამ გამოიწვია ის, რომ ეს საკითხი გახდა ყველას სალაპარაკო. დრაკულაზე არ დაგიწერიათ იმდენი, რაც ნინოწმინიდის პანსიონზე“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.