მეუფე იაკობი გიორგი გახარიაზე – ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა – ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას

ამათი შეცდომა იყო, რომ პიარი გაუკეთეს, კრიზისმენეჯერიაო ამბობდნენ – კრიზისმეიქერია და არა კრიზის მენეჯერი, – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ექსპრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პრემიერობის და მინისტრობის დროს გახარია ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა და „ამიტომ გასაკვირია, როგორ უნდა დაბრუნდეს“.

„ბატონი გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი. ზედმეტ პატივად მიმაჩნია გახარიაზე ბევრი ვილაპარაკო. მე ის მიკვირს – ეკლესიას ისე ექცეოდა, როგორ შეიძლება რომ მობრუნდეს. ადამიანი, რომელიც პრემიერი ან შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ეკლესიის საქმეში პირდაპირ ერეოდა. მასზე არაფერი ტყუილი არ მაქვს ნათქვამი. გიდასტურებთ, რაც ვთქვი. ხომ იძახოდით ჩემზე, ნასვამმა თქვაო, ფხიზელი გეუბნებით ამას.

ვინც „ოცნებას“ უჭერდა მხარს, გახარიას რატომ უნდა მისცეს ხმა. გადახედეთ, ვინ უდგას გვერდით. ან სრული „ლოკდაუნი“ გინდათ? თუ გინდათ, სხვასაც შეუძლია მაგის გაკეთება. რა აქვს გაკეთებული, სტრატეგია ჰქონდა სწორი?“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password