პატრიარქი: იესო ქრისტეს მადლი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად

მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად.

„გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთი მოწყალეა. სახარებაში წერია, რომ მოციქულები დაბრუნდნენ ამაღლების შემდეგ „სიხარულითა დიდითა“. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზა, ჩვენ უნდა გავიაროთ. ეს არის ღვთის წყალობის, მადლის გზა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი დღეს უხვად გადმოდის ხალხზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად. მადლი მოგცეთ უფალმა. სადაც მადლია, იქ სიხარული და სიყვარულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა“, – ბრძანა პატრიარქმა.