ალეკო ელისაშვილი: უპასუხისმგებლობაა, რომ შენთვის იწერება ამნისტია, შენ გამოხვედი ციხიდან ამის შედეგად და ამ შეთანხმებას ხელს არ აწერ

უბრალოდ უხერხულია, მათი ლიდერები ციხიდან გამოვიდნენ ამნისტიის შეთანხმების შედეგად და ისინი ამ შეთანხმებას ხელს არ აწერენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება უპასუხისმგებლობაა.

„უბრალოდ უხერხულია, მათი ლიდერები ციხიდან გამოვიდნენ ამნისტიის შეთანხმების შედეგად და ისინი ამ შეთანხმებას ხელს არ აწერენ. ამ შეთანხმებაშივე წერია, რომ კონკრეტულად ნიკა მელიაზე უნდა გავრცელდეს ამნისტიის მუხლი, რომ ის სასჯელისგან 20 ივნისთან დაკავშირებით გათავისუფლდეს და ამასაც მხარს არ უჭერენ.

კატასტროფულად უპასუხისმგებლობაა, რომ შენთვის იწერება ამნისტია, შენ გამოხვედი ციხიდან ამნისტიის შედეგად, შენ პარტიაზე ვრცელდება ეს ამბავი და ეს პარტია იძახის, რომ არა მე ეს არ მჭირდება, არ მინდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.