ბადრი ჯაფარიძე: ჩვენთვის საკმარისია აშშ-ის სენატის შეფასება, რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ლელო“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. დეპუტატის თქმით, მისი პარტიისთვის აშშ-ის სენატის შეფასებაც საკმარისია.

„ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ კომისიის მუშაობაში, არ მიგვიღია მონაწილეობა მის შექმნაში. ჩვენთვის საკმარისია აშშ-ის სენატის მიერ შეფასება შარშანდელი არჩევნების და ეს არის შემდეგი შეფასება: რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.