ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ვარეგისტრირებთ ანტიკორუფციული საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს რიგი ღონისძიების გატარებას და ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას“,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ინიციატივა მოიპოვებს მხარდაჭერას არა მხოლოდ ოპოზიციის არამედ მმართველი პარტიის მხრიდანაც. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდა დავიწყოთ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა

მე მოვუწოდებ დეპუტატებს, რომ შემოუერთდნენ ამ ინიციატივას. ყველა ის ფაქტი, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ არის კორუფციული ნიშნების მატარებელი, უნდა იქნას შესწავლილი და ამით ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გამოვაცხადებთ იმას, რომ პარლამენტი არ დაუშვებს ჩვენს ქვეყანაში სისტემური კორუფციის ფესვის გადგმას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ფრაქცია ინიციატივას დაარეგისტრირებს და ხელმოწერების შეგროვებას ხვალიდან დაიწყებს.