ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს – ჯო ბაიდენი

ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, მაგრამ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს– ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიტანეთის ავიაბაზაზე ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებთან საუბრისას განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მომავალ კვირას, პუტინთან შეხვედრის დროს იგი მკაფიო მესიჯს გადასცემს რუსეთის პრეზიდენტს.

„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. მაგრამ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს. ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნეა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. მონაწილეობას მივიღებ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, ნატოს მინისტერიალში და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს იმისთვის, რომ ვაცნობო მას ის, რაც მსურს, რომ იცოდეს,“ – აღნიშნა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრას ჟენევა 16 ივნისს უმასპინძლებს.