წელიწადში ერთხელ მაინც იმისთვის, რომ ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ ვაქცინის დამატებითი დოზა დაგვჭირდება – ზაზა წერეთელი

დამთავრდა რამდენიმე დიდი კვევა. ერთი კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ აცრიდან 7 თუ 8 თვის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში დაიწყებს კლებას, ორი დღის წინ გამოაქვეყნა ბელგიამ – ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ არის ნათელი ვირუსის ახალი შტამები დაარღვევენ თუ არა ჩამოყალიბებულ იმუნიტეტეს და უცნობია ვაქცინები იმუშავებს თუ არა ახალი შტამების მიმართ.

,,პირველი ვინც ამაზე დაიწყო საუბარი ეს იყო ,,ფაიზერის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლებელია 12 თვის შემდეგ დაგვჭირდეს მესამე დოზა. თუმცა, მაშინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ უმჯობესია ჩვენ დავეყრდნოთ არა ფარმაცევტული კომპანიების და ლიდერების გამონათქვამებს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებს.

ხვდებით, რომ ახლახანს დაიწყო ვაქცინაცია და შესაბამისად რთულია იმაზე საუბარი, თუ რამდენ ხანს გასტანს იმუნიტეტი. დამთავრდა რამდენიმე დიდი კვევა. ერთი კვლევა ორი დღის წინ გამოაქვეყნა ბელგიამ, რომელმაც აჩვენა, რომ 7 თუ 8 თვის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში დაიწყებს კლებას.
განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ გამოჩნდა ახალი შტამები. ამიტომ, ჯერ კიდევ არ არის ნათელი ეს ახალი შტამები დაარღვევენ თუ არა ჩამოყალიბებულ იმუნიტეტეს. უცნობია ვაქცინები იმუშავებს თუ არა ახალი შტამების მიმართ. მეცნიერები ელოდებიან სექტემბერს ეს არის თვე, როდესაც დიდი რაოდენობით მოსახლეობა იქნება აცრილი და მოხდება იმის იდენტიფიცირება მოხდა თუ არა აცრილი ადამიანების დაინფიცირება. ბევრი მეცნიერი ამბობს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც დაგვჭირდება ვაქცინის დამატებითი – მესამე დოზით აცრა, რათა ჩვენი იმუნიტეტი გავაძლიეროთ“- ზაზა წერეთელი.