პარტია „პროგრესული საქართველო“ სემეკის მიერ გაზის 8 თეთრით გაძვირებული ტარიფის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს [ვიდეო]

,,თბილისი ენერჯიმ“ და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიიღეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს თბილისის მოსახლეობისთვის გაზის გადასახადის 8 თეთრით გაძვირებას, – ამის შესახებ ,,პროგრესული საქართველოს“ ლიდერმა, ალექსანდრე კობაიძეmჯიემთივის” პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას.

,,მოგეხსენებათ, თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას  გაზის ტარიფი 8 თეთრით გაუძვირდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ვინაიდან, როგორც ,,თბილისი ენერჯის“ ასევე, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას, არგუმენტი არის ის, რომ დოლარი ლართან მიმართებაში არის გაზრდილი და შესაბამისად, გაზის ფასმა უნდა მოიმატოს. ამ კუთხით საკითხის განხილვას არ აქვს არანაირი ლოგიკა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ დოლარი ლართან მიმართებაში გამყარდა. აქედან გამომდინარე, ეს დადგენილება უნდა გაუქმდეს, მაგრამ ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებენ.

ამიტომ ჩვენ, პარტია „პროგრესული საქართველო“ ვაპირებთ, რომ ყველა თბილისელს დავეხმაროთ. მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების კანონიერი დაცვა. ,,თბილისი ენერჯიმ“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიიღეს ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება დადგენილება 10-ის საფუძველზე, რომელიც ეწინააღმდეგება სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს გადაწყვეტილება ეხება თბილისის მოსახლეობისთვის გაზის გადასახადის 8 თეთრით გაძვირებას.

ჩვენ როდესაც შევიტანთ სარჩელს სასამართლოში, შესაძლოა, რომ დავა წლობით გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ სანამ აღნიშნული დავის განხილვა მოხდება, მანამდე შეაჩერონ დადგენილება 10, რათა თბილისელებს არ მოუწიოთ 8 თეთრი ნამატის გადახდა. საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს მსგავსი პრაქტიკა და თუ მოინდომებენ, ამას გააკეთებენ,”- აღნიშნავს ალექსანდრე კობაიძე.

შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს გაზის ტარიფის გადახდა  46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით. ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელ ივლისს შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.