ანდრია ჯაღმაიძე – ნინოწმინდის ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს “პროპაგანდისტულ შტურმად” აფასებს და აცხადებს, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან.

მისი თქმით, აღნიშნული შესავალი ეტაპია, რაც ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.

“ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში”, – წერს ჯაღმაიძე “ფეისბუქში”.