ფილიპ რიკერი – სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და მეტად პერსპექტიული მომავალი

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია იმუშაოს რეგიონში მის პარტნიორებთან, რომლებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, სამივე ქვეყანასთან, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა განაცხადა.

„სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოში მხარს ვუჭერთ განვითარებას, ეკონომიკას, ამ ქვეყნების ხალხთა მისწრაფებას, ჰქონდეთ სტაბილური, მშვიდი და უფრო მეტად პერსპექტიული მომავალი. მოხარული ვარ და პატივია, რომ როგორც ბაიდენ-ჰარისის და ბლინკენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დავბრუნდი აქ, სადაც მანამდეც ვყოფილვარ და მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ჩვენი როლი, ჩვენი პარტნიორობა და ის ნაბიჯები, რომლითაც ვეხმარებით ქვეყნებს სამომავლოდ მეტ სტაბილურობაში, კონფლიქტების გადაჭრაში და ვეძებთ შესაძლებლობას უფრო მეტი განვითარებისთვის“, – განაცხადა რიკერმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password