მამუკა ხაზარაძე – როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას

როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას, – ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისი ხომ ყველას გვიყვარს, მინიმუმ ერთი სადღეგრძელო ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით, როცა 8 და 9 წელი თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა და ვის ეყო პოლიტიკური ნება, რომ თუნდაც 2008 წელს, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გაეჩერებინა. სიმართლე გითხრათ მაოცებს ერთი რამ, ამ ქალაქს აქვს მეხსიერება, ქალაქი შედგება ადამიანებისა და შენობებისგან, როგორც კი ჩვენ ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, რატომ არ ვგავართ ბარსელონას. მინდა ერთი რამ გითხრათ „ქართული ოცნების“ დეპუტატების გასაგონად, რა აზრი აქვს ჩემს გამოსვლას, როცა საკითხს ვაყენებ და პასუხს ვერ ვიღებ“,- განაცხადა ხაზარაძემ.