ლადო კახაძე – სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, დაბადებისას ცუდად გადღეგრძელეს ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე

შექმნას,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრისას, ყველას თავშეკავება მართებს.

„აუცილებელ პირობად ჩავთვალე, ეს უნდა მეთქვა. რასაკვირველია, ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ, ამას ტელევიზია სხვანაირად გააშუქებს, იტყვის, თამადა გამოვიდა მიკროფონთანო. ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად, ამ სიხარულის გასანაწილებლად. ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. ყველანი პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას არა. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო, საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილისშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ტელევიზიით, საჯარო სივრცეში როგორ შეიძლება? საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით. პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. კანონშემოქმედება ჰქვია ჩვენს საქმიანობას, კანონდოგმატიზმი კი არა. ეს დოგმა რატომ არ მოიშალეთ? პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავეს ასე სიბინძურეს ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password