პარლამენტმა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა, 19-20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პირველი მოსმენით განიხილა ოპოზიციის ამნისტიის პროექტი. დოკუმენტს მხარი მხოლოდ 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, 61-მა კანონმდებელმა კი, ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი 9 ივნისს დაუჭირა.