ლაშა ხუციშვილი – მიმდინარე წლის აპრილში, 2020 წლის აპრილთან შედარებით, ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში 2020 წლის აპრილთან შედარებით, ტურისტულ სექტორში აქტივობა 152 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ტურისტული სექტორისთვის გაწეული დახმარების მთავარი მიზანი იყო, პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიებს სწრაფად შეძლებოდათ აღდგენა.

„განთავსების საშუალებებისა და საკვებით უზრუნველყოფის სექტორში 2020 წელს რეალური აქტივობა შემცირდა 75 პროცენტით. თუმცა, 2021 წლის აპრილის მონაცემი გვიჩვენებს, რომ გვაქვს აღდგენის ძალიან სწრაფი ტენდენცია. აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა თითქმის ორნახევარჯერ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა კრიზისი და სრულად მზად არის ტურიზმის აღსადგენად“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.