საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 22 პაციენტი – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე- ღამეში საქართველოში ჩატარდა 40667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით- 24242, PCR ტესტით – 16425.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელია – ,95%, ბოლო 14 დღის – 2,64%, ბოლო 7 დღის – 2,32%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338318 გამოჯანმრთელდა, 5034 კი, გარდაიცვალა. სულ აცრილია 202314, დღიურად კი 5283 ადამიანი.