ვარლამ გოლეთიანი – ევროკავშირის წარმომადგენლებს მხარეები დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენს პოზიციებს გავაცნობთ

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში ადგილობრივებთან პირველი შეხვედრა იმართბა.

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელთა მონაწილეობით დღევანდელი შეხვედრა არ არის უშუალოდ მედიაციის პროცესი, არამედ ემსახურება მხარეების მიერ საკუთარი პოზიციების გაცნობას.

„დღევანდელ დღეს აქვს ის მიზანდასახულობა, რომ მხარეებმა დავაყენოთ ჩვენი პოზიციები და ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რამდენად შესაძლებელია ზოგადად ამ მედიაციის პროცესის დაწყება. დღევანდელი დღე არ არის უშუალოდ მედიაცია და რაღაც საკითხების შინაარსობრივი განხილვა. დღევანდელი დღე ემსახურება უბრალოდ იმას, რომ ჩვენ ჩვენი პოზიციები მხარეებმა ვთქვათ.

დღეს აქ მოსულები ვართ უბრალოდ იმისთვის, რომ დავაყენოთ ის მწვავე საკითხები, რომელმაც უნდა შექმნას შემდეგ იმის წინაპირობა, რომ დავიწყოთ უშუალოდ მედიაციის პროცესი. რა პირობები ექნება სახელისუფლებო მხარეს, რამდენად თანხვედრაში იქნება და შესაძლებელს გახდის ეს პირობები თანაარსებობას ერთმანეთთან, ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, გაგრძელდება თუ არა პროცესი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, უნდა დაკმაყოფილდეს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ყველა მინიმალური პირობა, რათა დიალოგისთვის სივრცე შეიქმნას.

„იცით, რომ ბოლო შეხვედრაზეც, რომელიც ქუთაისში გაიმართა პრემიერის წარმომადგენლებთან, იქაც გვქონდა იგივე პირობები, რომ შეწყვეტილიყო ყველანაირი სამუშაო პროცესი და გასულიყვნენ საპოლიციო ძალები ხეობიდან. ამის შემდეგ ჩვენ შევიდოდით შინაარსობრივ საუბრებში მათთან, გაიწერებოდა კალენდარი და სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრებდით. მაშინ ამაზე გვეთქვა ცალსახა უარი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩაერთო ამ პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობა, ვიცით, რომ იგივე პირობები ჰქონდათ მათაც. ჩვენ გვქონია „ზუმით” ჩართვებში სხვადასხვა შეხვედრა. ეს არის რაღაც ლოგიკური კანონზომიერება, რათა დაკმაყოფილდეს ის მინიმალური პირობა, რომ საუბარი შევძლოთ და მშვიდობიანი სივრცე შეიქმნას დიალოგისთვის.

გუშინ იყო სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლის, რომელიც მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება ჰქონდა წაყენებული და ვნახეთ ჩვენ, თუ რამდენად პოლიტიზებულია პროცესი. ბარიკადი, დაკავებები და შვიდი წლით ციხეში რომ უშვებენ ადამიანს არაფრის გამო, ბუნებრივია, არ ქმნის მშვიდობიან და ჯანსაღ სივრცეს საუბრისთვის. ამიტომ, ჯერ ის რეპრესიები და პროცესი უნდა დალაგდეს და დასტაბილურდეს და ამის შემდეგ შევხედავთ, რამდენად შესაძლებელი გახდება მედიაციის დაწყება“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password