„ენკა“ – კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, „ნამახვანჰესის“ გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას

ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA განცხადებებს ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ENKA-მ ტექნიკა დაასაწყობა, ტყუილია.

,,სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია “ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას. ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.