კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა , ერთი კი გარდაიცვალა [ვიდეო]

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა , ერთი კი გარდაიცვალა.

დაშავებულები კლინიკა „ნიუს ჰოსპიტალსში“ არიან გადაყვანილი.

„112“-ის ინფორმაციით,  ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ვიდეო იხილეთ ბმულზე.