„ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმინდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, ნინო ლომჯარია” – მეუფე სპირიდონი გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელს ზეწოლაში ადანაშაულებს

სხალთის მთავარეპისკოპოსი,  მეუფე სპირიდონი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ  „გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ანა ჩერნიშოვა საქართველოს აძალებს  პანსიონში სახალხო გამხრწნელი  ნინო ლომჯარია შეუშვას”.

,,მიმდინარეობს სოდომისტ-ჰომოსექსუალთა მხრიდან საშინელი ზეწოლა ქართველ ხალხზე. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი, ვინმე ანა ჩერნიშოვა, საქართველოს აძალებს ნინოწმინდის პანსიონატში დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო გამხრწნელი, სოდომია-ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტ მაიძულებელი ლომჯარია, რათა გარყვნან ქართველი ახალგაზრდობა”, – წერს მეუფე სპირიდონი.