საავადმყოფოში შეიძლება იყოს გარკვეული მართვის პრობლემები – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის,  ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსით გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი შესაძლოა, საავადმყოფოებში ვირუსის არასწორ მართვას უკავშირდება. გამყრელიძე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მაღალ ავადობას ასახელებს.

,,პიკური პერიოდიდან 2-3 კვირის განმავლობაში გვაქვს ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა და მერე თანდათან იკლებს. ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა ის წესი, დღეს რომ 700 შემთხვევაა არ არის ეს ცოტა. 700 შემთხვევა სამწუხაროდ ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე 1% დაგეღუპება. რა თქმა უნდა ამ სიკვდილიანობაში აქვს მნიშვნელობა დაგვიანებულ მიმართვას, საავადმყოფოში შეიძლება იყოს გარკვეული მართვის პრობლემებიც, მაგრამ მთავარი და მთავარი ეს არის მაღალი ავადობა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.