დანიის ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს ევრო 2020-ზე თამაშის დროს გულის შეტევა დაემართა – მატჩი შეწყდა

ევრო 2020-ზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა. დანიის ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი კრისტიან ერიკსენი  მოულოდნელად ცუდად გახდა და მოედანზე უდონოდ დაეცა.

ფეხბურთელს ადგილზევე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, ექიმებმა ერიკსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.