„კრისტიან ერიქსენი საუბრობს და არ აქვს სუნთქვის პრობლემები” – ფეხბურთელის აგენტი ინფორმაციას ავრცელებს

ევრო 2020-ზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრა 42-ე წუთზე შეწყდა. დანიელი ფეხბურთელი 29 წლის  კრისტიან ერიქსენი მოულოდნელად ცუდად გახდა და მოედანზე უდონოდ დაეცა.

ფეხბურთელს ადგილზევე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, ექიმებმა ერიქსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ერიქსენის აგენტის მარტინ შუთსის ცნობით, ფეხბურთელის მამა ადასტურებს, რომ ერიქსენი საუბრობს, სუნთქვის პრობლემები არ აქვს და საშიში არაფერია.

„ახლახანს ვესაუბრე კრისტიანის მამას. როგორც მან მითხრა ის სუნთქავს, შეუძლია საუბარი და არ აქვს სუნთქვის პრობლემები. არაფერია საშიში,” – ამბობს ფეხბურთელის აგენტი მატინ შუთსი, რომელის  სიტყვებსაც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.