ირაკლი ღარიბაშვილი – 13 ივნისი არის დიდი ტრაგედია, რომელსაც შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი საზოგადოება

13 ივნისი არის დიდი ტრაგედია, რომელსაც შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე, მეორე მხრივ, ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისის მემორიალთან განაცხადა, სადაც დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ეს დღე ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დიდი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ დღეს, 13 ივნისს შეეწირა ჩვენი არაერთი მოქალაქე. დღეს გამოვხატავთ მათი ხსოვნის წინაშე პატივისცემას, პატივს მივაგებთ. მინდა, მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ​მივუსამძიმრო ეს დიდი ტრაგედია. მეორე მხრივ, კარგად გახსოვთ, რომ ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი ჩვენი საზოგადოება, ხალხი, ერი, ჩვენი ახალგაზრდობა. არნახული, წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს მაშინ ჩვენმა ახალგაზრდებმა. რა თქმა უნდა, ეს დღე გვახსენებს, რომ უნდა ვიყოთ მუდამ მობილიზებული, ყოველთვის უნდა ვიყოთ მზრუნველი. ჩვენ, მთავრობამ ​ამ ოჯახების მიმართ, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი გააკეთა, რაც გასაკეთებელი იყო იმ დროს. კიდევ ერთხელ მინდა, პატივი მივაგო მათ ხსოვნას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password