13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა.

2015 წელს გამანადგურებელმა სტიქიამ ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები და სხვა ნაგებობები გაანადგურა. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი.

მდინარე ვერეს ადიდებამ და  ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ტრაგედიის უმძიმესი შედეგები გამოიწვია.  13 ივნისის მოვლენებს 21 ადამიანი ემსხვერპლა , ორი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ათასობით მოქალაქე კი დაზარალდა.