ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე – ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული

ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მიღწეული პროგრესი და ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნატოს სამიტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ელის, რომ ნატო – ს სამიტზე საქართველოში მიღწეულ პროგრესს სათანადოდ დაინახავენ და დააფასებენ.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული მიღწეული პროგრესი და ჩვენი მხრივ ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ, იმას რაც განსაზღვრულია წინა ნატო-ს დეკლარაციებში, თუ მიღებულ შეთანხმებებში. ყველა შეთანხმებასა და ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს. ჩვენ ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 14 ივნისს გაიმართება.