კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე: ამ ბავშვებისთვის, საუკეთესო პირობები უნდა იყოს შექმნილი – მათ ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება უნდა გაეწიოთ

დღევანდელი დისკუსია ნინოწმინდაში არსებულ ვითარებას ეხებოდა და ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა, როდესაც საქმე ეხება ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, ელჩის თქმით, საკითხი უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ნინოწმინდის თემა.

„დღეს საპატრიარქომ მიგვიწვია შეხვედრაზე სახელმწიფოს წარმომადგენლებთან, „იუნისეფთან“, „ვორლდ ვიჟენთან“ და ევროკავშირთან ერთად. ჩვენ, ყველა, ბავშვთა დაცვის საკითხებზე ვართ ჩართული. რა თქმა უნდა, დღევანდელი დისკუსია ნინოწმინდაში არსებულ ვითარებას ეხებოდა და ყველა მხარე შეთანხმდა, რომ აუცილებელია წინ წაწევა, როდესაც საქმე ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს ეხება.

ყველასთვის, ვინც დარჩა პანსიონატში და ვინც დატოვა ეს ადგილი, დარწმუნებულები ვართ, ფსიქოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს დისკუსია იყო უფრო ფართო, რადგან საკითხი უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ ნინოწმინდის თემა. დისკუსიის დროს გვქონდა ურთიერთგაგება იმ პრიორიტეტებზე, რომელსაც უნდა მივაღწიოთ. საერთო ჯამში, ვხედავ, რომ ეს შეიძლება იყო ძალიან კარგი საწყისი წერტილი და საერთო მიზანი იქნას მიღწეული. ამავდრoულად, ბევრი საქმე არის გასაკეთებელი პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით და ამჟმად მეტის თქმა არ შემიძლია, მაგრამ გავიმეორებ, რომ ვარ ბედნიერი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის გამო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.