ვხედავთ რუსეთის აგრესიულ მოქმედებებს უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებს, მოწამვლის შემთხვევებს, სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება – იენს სტოლტენბერგი

ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიული მოქმედების ნიმუშს მეზობლების წინააღმდეგ, უკრაინასა და საქართველოში, ასევე კიბერთავდასხმებსა და მოწამვლის შემთხვევებს. სწორედ ამან გამოიწვია ურთიერთობების გაუარესება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს და რუსეთის ურთიერთობები ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა ალიანსს რუსეთთან დიალოგის გაგრძელება სურს.

მისივე  განცხადებით, სამიტი ალიანსისთვის გადამწყვეტ მომენტში იმართება და დღეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ეტაპი დაიწყება.