ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე: თუკი ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინაზე, ეს შეამცირებს ვაკუუმს რეგიონში და ხელს შეუშლის რუსეთს შექმნას ქაოსი

ევროპარლამენტის წევრის რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს იყენებს არა მხოლოდ მეზობლების წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც.

“თუ ვისაუბრებთ, არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებაზე, არამედ, ევროპული უსაფრთხოების საკითხზე, უნდა ავღნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ასევე დასავლეთის სამზობლოსა და ბალკანეთის რეგიონში უსაფრთხოების არსებული ვაკუუმი არის დიდი პრობლემა. ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინი სწორედ ამ ვაკუუმს იყენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის მეზობლებთან მიმართებაში და ასე ცდილობს გავლენის გაძლიერებას რეგიონში. ის იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს არა მხოლოდ მეზობლების წინააღმდეგ, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგაც.

თუკი ჩვენ რაც შეიძლება მალე შევთანხმდებით და მივიღებთ ერთიან გადაწყვეტილებას საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე, თუნდაც ეს არ იყოს ამ ეტაპზე NATO-ს წევრობა, არამედ ბევრად უფრო დაახლოება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ეს შეამცირებს ვაკუუმს რეგიონში და ხელს შეუშლის რუსეთს შექმნას ქაოსი, დესტაბილიზაცია და აგრესიულად იმოქმედოს მეზობელი ქვეყნების მიმართ.

ეს არის ჩემი პოზიცია და იმედი მაქვს ალიანსის წევრი ქვეყნის სულ მეტი და მეტი პოლიტიკოსი გაიზიარებს იგივე პოზიციას,” – განაცხადა ევროპარლამენტარმა.