დავით ზალკალიანი – ბრიუსელის ფორუმის ფორმატში ირაკლი ღარიბაშვილი გერმანის კანცლერთან, ნატო-ს გენერალურ მდივანთან და კანადის პრემიერთან ერთად არის მიწვეული

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე მიწვეულია ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიცაა გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი.

როგორც ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული და მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რაც საქართველოს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით აქვს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გერმანის კანცლერი, ნატო-ს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი. მაღალი დონის წარმომადგენლობა იქნება – სახელმწიფოს მეთაურები, პრემიერ-მინისტრები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის მიპატიჟებული. მას ექნება მიმართვა ბრიუსელის ფორუმის მიმართ, სადაც ის ისაუბრებს იმ პრიორიტეტებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-სთან ინტეგრაციის კუთხით, ქვეყნის მდგრადობაზე იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის აქტუალური, და რა თქმა უნდა, ხაზს გაუსვამს იმას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ფორმატისა, საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო შესაბამისად წარმოდგენილი ბრიუსელის ამ სამიტზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი დებულებები ყოფილიყო ასახული საბოლოო დოკუმენტებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password