„არ დავნებდები – მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა” – კრისტიან ერიქსენის პირველი საჯარო განცხადება

დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, ინციდენტის შემდეგ პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადება Gazzeta dello Sport-მა ფეხბურთელის აგენტის დახმარებით გამოაქვეყნა.

„გმადლობთ, არ დავნებდები. ახლა თავს უკეთესად ვგრძნობ – მაგრამ მინდა გავიგო, რა მოხდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password