კელი დეგნანი – ზაზა გახელაძის შემთხვევა არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში

მოხარული ვარ, რომ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის საშუალება მომეცა, ეს არის გულსატკენი მაგალითი იმისა, თუ რა როლს თამაშობს რუსეთი აქ, საქართველოში,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

„ამას თავის შედეგები ექნება. ეს მაძლიერებს, დავადასტურო აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტეტის მიმართ.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება და უნდა შეცვალოს მიერ მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გადაწყვეტილება,“-განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. მას  ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.