გარკვეული ფასდაკლებების პაკეტი ამოქმედდება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი – თამარ გაბუნია

განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელიც შეიძლება შესთავაზონ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას.

„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას. მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.