კოვიდ-19 ის საწინააღმდეგო ,,ნოვაქსის“ ვაქცინა 90%ით ეფექტურია

,,ნოვაქსის“ კომპანიის კვლევისა და განვითარების პრეზიდენტის, გრეგორი გლენის ინფორმაციით, 29,960 კაციანმა კვლევამ, რომელიც აშშ-სა და მექსიკაში ჩატარდა, აჩვენა, რომ ვაქცინა ეფექტურია კორონავირუსის ახალი შტამების წინააღმდეგ. მათ შორის Alpha- ს ვარიანტის მიმართ, რომელიც ახლა აშშ-ში არის დომინანტური. ინფორმაციას ,,როიტერი“ ავრცელებს.

მისივე თქმით, ვაქცინა, რომელიც ორ დოზად იქნა მიღებული სამი კვირის ინტერვალით, გამოჩნდა , რომ ასევე არის უსაფრთხო.

“ჩვენი ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი მნიშვნელოვნად განიცდის მუტაციას. ,,ნოვაქსის“ ვაქცინა მძიმე ინფექციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, 91%-ით და COVID-19 ზომიერი და მძიმე შემთხვევების პროფილაქტიკაში, 100% -ით ეფექტურია”, – თქვა დოქტორმა გრეგორი გლენმა, ნოვავაქსის კვლევისა და განვითარების პრეზიდენტმა.