პაატა იმნაძე: მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება – დღეისთვის საქართველოში 18 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, , დღეისთვის საქართველოში ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.

მისივე თქმით, მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება

„სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ძალიან იმატებს დელტა, ინდური შტამის ფუნქციონირება. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, დელტა შტამი წამყვანი ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც მატულობს ამ შტამის აღმოჩენის რაოდენობა. ეს უკავშირდება ძირითადად ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან. 18 შემთხვევაა დღეისთვის დადასტურებული, რაც ნიშნავს, რომ წამყვან შტამთან ერთად (ე.წ. ბრიტანული), უკვე გავრცელებას იწყებს ე.წ. ინდური შტამიც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.