არ გამოვრიცხავ, მმართველმა გუნდმა, მსოფლიოში კორონავირუსის შექმნა და გავრცელება გიორგი გახარიას დააბრალოს – ლევან დოლიძე

მეგონა, რომ ყველა რეკორდი მოხსნილი იყო მაშინ, როდესაც გახარიას დასდეს ბრალი სააკაშვილთან თანამშრომლობაში – ამის შესახებ გიორგი გახარიას პოლიტიკურმა მრჩეველმა, ლევან დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის გასაკვირი არ იყო, რომ გახარიას პარტიის დაფუძნებას მოყვა სერიოზული შფოთვა და ნერვიულობა.

,,მეგონა, რომ ყველა რეკორდი მოხსნილი იყო მაშინ, როდესაც გახარიას დასდეს ბრალი სააკაშვილთან თანამშრომლობაში. მაგრამ რასაც ვუყურებ მმართველი გუნდის მოქმედებებს, ჯერ კიდეც ბევრი სიურპრიზი გველის წინ. ამ ყველაფრის შემდეგ არ გამოვრიცხავ, მმართველმა გუნდმა, მსოფლიოში კორონავირუსის შექმნა და გავრცელება გიორგი გახარიას დააბრალოს. იმ განცხადებებმა და შეფასებებმა, რასაც ვისმენთ, ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. გახარიას პარტიის დაფუძნებას რომ მოყვა სერიოზული შფოთვა და ნერვიულობა, ამას ველოდი მაგრამ კიდევ ერთხელ გეტვით, რომ ამ ყველაფრის მასშტაბმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა,“- განაცხადა ლევან დოლიძემ.