ამირან გამყრელიძე: კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა არაგადამდებ დაავადებებთან გამკლავებასთან დაკავშირებით სტრატეგია წარადგინა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ პანდემიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის ყურადღების დათმობა. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, აუცილებელია, რომ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული პოსტ კოვიდ სინდრომიც.

„კოვიდ სიკვდილიანობის ძირითადი შემთხვევები და დიდი პროცენტი პირდაპირ უკავშირდება არაგადამდები დაავადებების არასაკმარისად კონტროლსა და მართვას. ამიტომ, ახალ სტრატეგიაში ასევე გათვალისწინებულია პოსტკოვიდური სინდრომი, გახანგრძლივებული კოვიდი და მთელი რიგი რეკომენდაციები ამ მიმართულებით. მომავალი 5 წლის განმავლობაში ქვეყნის ამ მთავარ გამოწვევასთან ბრძოლაში ეს სტრატეგია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.