ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

მინისტრი გამოჯანმრთელების შემდეგ, დღეს ქუთაისში გაემგზავრება და შეხვედრას გამართავს.

ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი 1-ელ ივნისს დაუდასტურდა. ის მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.