მუხრანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე მამაკაცს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამაკაცს, რომელსაც მუხრანში განზრახ მკვლელობას ედავება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ივნისს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში ბ.ი.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ბლაგვი საგნით დ.ჩ.-ს სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა, რომელიც საავადმყოფოში 14 ივნისს გარდაიცვალა.

“ვინაიდან ბ.ი. თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, მცხეთის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.