ჯო ბაიდენი: ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა

ყოველთვის სჯობს პირისპირ შეხვედრის გამართვა, – ამის შეასხებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ბაიდენმა  იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პროგნოზირებადი და რაციონალური ჩარჩოს დადგენა იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აშშ-ისა და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა.

პუტინმა  ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა აღნიშნული შეხვედრის გამართვისთვის. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პრობლემა დაგროვდა.

ჟენევაში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო.