საქართველო 10 000 კოლოფ „რემდესივირს“ ამერიკიდან მიიღებს

ორიგინალი წარმოების 10 000 კოლოფი „რემდესივირი“ ამერიკიდან საქართველოში გამოიგზავნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

„კომპანია „გილიადს“ მივმართეთ თხოვნით და გამონაკლისის სახით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოგვეწოდება 10 000 კოლოფი „რემდესივირი“, თანაც არა ინდური ჯენერიკის, არამედ ბრენდის, ამერიკული, ორიგინალი წარმოების მოგვეწოდება. რამდენადაც ვიცი, ის გუშინ გამოიგზავნა ამერიკიდან და დღეს ან ხვალ უნდა ჩამოვიდეს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ჩვენ გვქონდა 4000 კოლოფი „რემდესივირი“ ადრე შემოტანილი, რომელიც ძალიან დიდი წარმატებით იყო გამოყენებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.