დარჩებიან მხოლოდ ის თანამშრომლები, ვისთანაც არ არის პრეტენზიები – მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონის თანამშრომლებზე

ძალიან რთული სამსახურია და ვთვლი, რომ ყველა არ იმსახურებს იქ ყოფნას – ამის შესახებ ნინოწმინდის პანსიონის ახალმა დირექტორმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

,,თუ ვინმეზე ერთ ბავშვს მაინც ქონდა ნათქვამი რაღაც, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანია, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან ჩვენთან. ვაკეთებთ ცვილილებებს, დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც არ არის პრეტენზიები. გუშინ გავუშვით დროებით შვებულებაში, ძალიან რთული სამსახურია და ვთვლი, რომ ყველა არ იმსახურებს იქ ყოფნას. თუმცა, სანამ გამოძიება გარკვეულ შედეგზე არ გავა, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა