რობ პორტმანი – ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს

ამერიკელი სენატორი რობ პორტმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საჭიროა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში შეყვანა.

„მართალია, მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ისუბრა უკრაინაზე პრეზიდენტ პუტინთან, მხოლოდ სიტყვები არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა შევიყვანოთ უკრაინა და საქართველო ნატო-ში და ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა შეუთავსოს მკაცრი რიტორიკა მკაცრ ქმედებებს“, – წერს ამერიკელი სენატორი.