არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აშშ-რუსეთის სამიტიდან რამე მივიღეთ – დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, იმედგაცრუებულია, რომ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟენევაში სამიტის დროს გამარჯვებას ვერ მიაღწია, მაშინ როცა მისი აზრით, იმ დღეს პუტინი და რუსეთი დომინირებდნენ.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შეფასებები ყოფილმა პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

„ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე რუსეთისთვის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ აქედან რამე მივიღეთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ჟენევაში გუშინ,  16 ივნისს შეხვდნენ.